მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატზე საქართველო და აზერბაიჯანი დაზავდნენ

ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატზე საქართველო და აზერბაიჯანი დაზავდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

საქართველოში, კერძოდ აჭარის უმშვენიერეს ქალაქ ბათუმში მიმდინარე ჭადრაკის ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა.

საქართველოს პირველი ნაკრები,  რომელიც კონტინენტის ჩემპიონობისთვის იბრძვის ერთ-ერთ კონკურენტ აზერბაიჯანის ნაკრებს დაუზავდა.

ჩვენი გუნდის ლიდერმა ნანა ძაგნიძემ გუნაი მამაძადას სძლია.   ლელა ჯავახიშვილმა ხანიმ ბალჯაიევასთან, ხოლო მერი არაბიძემ თურკან მამეჯაროვასთან პარტიები ყაიმით დაასრულეს.

ბელა ხოტენაშვილმა კი გულნარ მამადოვასთან წააგო.

საქართველოს პირველი ნაკრები 11 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზე იმყოფება.  ლიდერობას კი 13 ქულით რუსეთის ნაკრები ინარჩუნებს.

აზერბაიჯანი, უკრაინა და სომხეთი 10-10 ქულით მე-3 – მე-5 ადგილებს ინაწილებენ.

საქართველოს მე-2 ნაკრებმა  უკრაინასთან ბრძოლა 1.5:2.5 დასთმო.

ნინო ბაციაშვილი,  სოფიო გვეტაძე  და მირანდა მიქაძე მეტოქეებთან ყაიმზე შეთანხმდნენ.  ნინო ხომერიკმა კი მარცხი ინა გაპონენკოსთან განიცადა.

საქართველოს მე-2 ნაკრები 8 ქულით მე-9 საფეხურზეა.

გამარჯვება იზეიმა საქართველოს მე-3 ნაკრებმა.  ქართველებმა ნორვეგიის ნაკრები 2:5:1:5 დაამარცხეს.

თამარ ესაძემ და დიანა ლომაიამ პარტიები წარმატებით დაასრულეს.  ეკატერინე ფიფიამ მონიკა მაჩლიკთან პარტია ყაიმით დაასრულა.

ანა კირკჯებომ კი ნია დოღვანი დაგვისამათა.

საქართველოს მე-3 ნაკრები სატურნირი ცხრილში მე-19 პოზიციაზე დამკვირდა.  ჩვენს მესამე გუნდს 6 ქულა გააჩნია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი