მთავარი მთავარი ელინა სვიტოლინამ და კაროლინა პლიშკოვამ წლის შემაჯამებელი ტურნირის 1/2 ფინალის საგზური მოიპოვეს

ელინა სვიტოლინამ და კაროლინა პლიშკოვამ წლის შემაჯამებელი ტურნირის 1/2 ფინალის საგზური მოიპოვეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

ჩინეთის ქალაქ შენჟენში მიმდინარე ჩოგბურთის წლის შემაჯამებელი ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

საუკეთესო 4 ჩოგბურთელი 1/2 ფინალში დაწყვილდა და საჩემპიონო რბოლას აგრძელებს.

დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორთაბრძოლაში უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ ტურნირზე ტრავმირებული მოთამაშეების ნაცვლად დამატებული ამერიკელი სოფია კენინი დაამარცხა.

სლავმა ლამაზმანმა წარმატებას დაძაბულ ბრძოლაში მიაღწია.  2 საათისა და 12 წუთის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრაში სვიტოლინამ 7-5, 7-6 მოიგო.

WTA-ს  მე-8 ჩოგანმა ჯგუფში სამივე დაპირისპირებაში გაიმარჯვა და 3 ქულით პირველობა არავის დაუთმო. თან სლიტოლინამ ჯგუფში არცერთი სეტი არ წააგო.

1/2 ფინალის საგზური ასევე ჩეხმა კაროლინა პლიშკოვამ მოიპოვა.  მან მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან რუმინელ სიმონა ჰალეპს სძლია.

3-სეტიანი დრამატული ორთაბრძოლამ 1 საათი და 45 წუთი გასტანა.

პლიშკოვამ ჰალეპს 6-0, 2-6, 6-4 მოუგო.

საბოლოოდ ჯგუფში ასეთი სიტუაცია მივიღეთ:

  1. ელინა სვიტოლინა 3  3 0  6:0 3
  2. კაროლინა პლიშკოვა 3  2  1 3:3  2
  3. სიმონა ჰალეპი 3  1 2 3:5  1
  4. ვანესა ანდრეესკუ 2 0 2 1:3 0
  5. სოფია კენინი  1 0 1 0:2  0

1/2 ფინალში ჩოგბურთელები ასე დაწყვილდნენ:
ელინა სვიტოლინა (უკრაინა) : ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია)
ეშლი ბარტი (ავსტრალია) : კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი)

1/2 ფინალური ბრძოლები 2 ნოემბერს, არის დანიშნული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი