მთავარი მსოფლიოNBA გოგა ბითაძემ NBA-ში საუკეთესო მატჩი ჩაატარა

გოგა ბითაძემ NBA-ში საუკეთესო მატჩი ჩაატარა

ავტორი კახა მიხანაშვილი
43 ნახვა

აშშ-ს  ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მე-5 ტურის  მატჩში ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ შესანიშნავად ითამაშა.

ბითაძეს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა.

„ინდიანა პეისერსის“ რიგებში გოგა ბითაძემ  „კლივლენდ კავალიერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 24:54 წუთი იასპარეზა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება დააგროვა.

ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 15 შეადგინა. ამ მაჩვენებლით ბითაძე ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო.

„ინდიანა პეისერსმა” მიმდინარე სეზონში მე-2 გამარჯვება იზეიმა.  მათ მოწინააღმდეგეს დაძაბულ ბრძოლაში 102:95 მოუგეს.

გოგას გარდა “პეისერსს” წარმატებაში ლიეტუველი ცენტრი დომანტას საბონისი და მალკოლმ ბროგდონი დაეხმარნენ.

საბონისმა 18 ქულითა და  17 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.  ბროგდონმა კი თავი 25 ქულა მოუყარა.  მას სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა და 4 პასი დააკლდა.

“ინდიანა პეისერსს” 5 ტურის შემდეგ  2 გამარჯვების წილ, 3 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო მატჩს გოგა ბითაძის გუნდი 4 ნოემბერს, შინ “ჩიკაგო ბულსთან” გამართავს.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი