მთავარი მთავარი ეშლი ბარტი ელინა სვიტოლინას წინააღმდეგ – წლის შემაჯამებელ ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ

ეშლი ბარტი ელინა სვიტოლინას წინააღმდეგ – წლის შემაჯამებელ ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
4 ნახვა

2019 წლის ჩოგბურთის შემაჯამებელ ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ.

ჩინეთის ქალაქ შენჟენში გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ერთმანეთს მსოფლიოს პირველი ჩოგანი ავსტრალიელი ეშლი ბარტი და უკრაინელი ელინა სვიტოლინა დაუპირისპირდებიან.

ბარტიმ ფინალში თამაშის უფლება WTA-ს რეიტინგის მე-2 ჩოგან ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან გამარჯვების შემდეგ მიიღო.

ბარტიმ მოწინააღმდეგეს დაძაბულ 3-სეტიან ორთაბრძოლაში 4-6, 6-3, 6-2 სძლია.

უკრაინელი ლამაზმანის ელინა სვიტოლინასა და შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩის შეხვედრა მე-3 სეტში შეწყდა.   ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელმა ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება, ვეღარ მოახერხა.

იმ დროისთვის, როდესაც ბენჩიჩი დაშავდა ანგარიში სვიტოლინას მიჰყავდა. სლავმა პირველი სეტი 5-7 წააგო.

მეორე სეტში 6:3 გაიმარჯვა. ბოლო სეტში კი 4:1 იგებდა.

ეშლი ბარტისა და ელინა სვიტოლინამ ფინალური ორთაბრძოლა 3  ნოემბერს, შედგება.

შეხვედრა სტარტს თბილისის დროით, 15:30 საათზე აიღებს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი