მთავარი მთავარი წლის შემაჯამებელი ტურნირი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ეშლი ბარტიმ მოიგო

წლის შემაჯამებელი ტურნირი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ეშლი ბარტიმ მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
9 ნახვა

ჩინეთის ქალაქ შენჟენში მიმდინარე ჩოგბურთის წლის შემაჯამებელი ტურნირი მსოფლიოს პირველი ჩოგანის ავსტრალიელი ეშლი ბარტის ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა.

ბარტიმ გადამწყვეტ ფინალურ დაპირისპირებაში WTA-ს რეიტინგის მე-8 ჩოგანი უკრაინელი ელინა სვიტოლინა დაამარცხა.

გადამწყვეტი ორთაბრძოლა 1 საათი და 28 წუთი გაგრძელდა. ეშლი ბარტიმ სლავ  ლამაზმანს 2-სეტში 6-4, 6-3 სძლია.

წლის შემაჯამებელ ტურნირზე ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ჯგუფში სამი შეხვედრა ჩაატარა.   ბარტიმ შვეიცარიელ  ბელინდა ბენჩიჩს და ჩეხ პეტრა კვიტოვას მოუგო.  ჰოლანდიელ კიკი ბერტენსთან კი ორთაბრძოლა დათმო.

1/ 2 ფინალურ დაპირისპირებასი კი ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან გაიმარჯვა.

ეშლი ბარტიმ წლის შემაჯამაებელი ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო.

WTA Finals - Shenzhen Ashleigh Barty win-ის სურათის შედეგი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი