მთავარი მთავარი პარიზის მასტერსის ჩემპიონისთვის განკუთნილი თასი ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღმართა

პარიზის მასტერსის ჩემპიონისთვის განკუთნილი თასი ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღმართა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მასტერის ჩემპიონობა იზეიმა.

ჯოკოვიჩმა ფინალურ ორთაბრძოლაში კანადელ დენის შაპოვალოვს დამაჯერებლად  მოუგო.

ბალკანელ ჩოგბურთელს გამარჯვების მოსაპოვებლად სულ რაღაც 1 საათი და 8 წუთი დასჭირდა.

ჯოკოვიჩმა მეტოქეს 2-სეტში 6-3, 6-4 სძლია.

ნოვაკ ჯოკოვჩმა პარიზის მასტერსის ჩემპიონის თასი  მეხუთედ აღმართა.  პირველად სერბმა საფრანგეთის დედაქალაქში 2009 წელს იპირველა.

“ნოლე”  პარიზში 2013, 2014 და 2015 მიჯრით 3-ჯერ გაჩემპიონდა.

წლევანდელ ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩმა საჩემპიონო გზიდან ფინალამდე  ფრანგი კორენტინ მოუტე,  დიდი ბრიტანელი კაილ  ედმუნდი,  ბერძენი სტეფანოს ციციპასი და ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ჩამოიტოვა.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი