მთავარი მთავარი პიტერ-სტეფ დუ ტოი 2019 წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს

პიტერ-სტეფ დუ ტოი 2019 წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

მსოფლიოს ჩემპიონატის მომგები სამხრეთ აფრიკელი მორაგბე პიტერ სტეფ დუ ტოი “მსოფლიო რაგბიმ” 2019 წლის საუკეთესოდ დაასახელა.

საუკეთესო მორაგბის მონიმაციაში დუ ტიოს გარდა წარდგენილნი:  სამხრეთ აფრიკელი ჩესლინ კოლბი, ახალი ზელანდიელი არდი სავეა,   ინგლისელი ტომ კარი, უელსის ნაკრების  კაპიტანი ალან ვინ ჯონსი და აშშ-ს გუნდის კვაჭი ჯო ტაუფეტე’ე იყვნენ.

პიტერ-სტეფ დუ ტოი წლის საუკეთესო მორაგბე პირველად გახდა.

ცოტა რამ მსოფლიოს საუკეთესო მორაგბის შესახებ.

პიტერ-სტეფ დუ ტოი სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპ თაუნში 1992 წლის 20 აგვისტოს დაიბადა.

დუ ტოიმ სარაგბო კარიერა 2010 წელს სამხრეთ აფრიკის გუნდ “ბოლანდ კავალიერსის” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო.    1 წლის შემდეგ კი “შარქსის” კლუბში აღმოჩნდა. “შარქსის” რიგებში აფრიკელი მორაგბე ჯერ “ექსპუარებში” თამაშობდა. 2012 წელს კი ძირითად გუნდში გადავიდა.

2016 წლიდან კი სუპერ რაგბის სამხრეთ აფრიკულ კლუბ “სტორმერში” აღმოჩნდა.

“სპრინგბოკის”  შემადგებლობაში პიტერ-სტეფ დუ ტოის დებიუტი 2013 წელს შედგა.  მან იქიდან მოყოლებული სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდში 53 კეპი მოიხვეჭა და 5 ლელოს დადება მოახერხა.

დუ ტოიმ სამხცრეთ აფრიკის ნაკრებთან ერთად წელს მსოფლიოს თასის გარდა, რაგბი ჩემპიონატიც მოიგო.

 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის საუკეთესო მორაგბედ ირლანდიელი ჯონათან სექსტონი დასახელდა, იქამდე ზედიზედ ორჯერ ახალზელანდიელმა ბოდენ ბარეტმა იპირველა, ხოლო 2015 წელს საუკეთესოს წოდება ლეგენდარულმა დენ კარტერმა დაიმსახურა.

1 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი