მთავარი მთავარი ,,მსოფლიო რაგბიმ” წლის საუკეთესოები დაასახელა

,,მსოფლიო რაგბიმ” წლის საუკეთესოები დაასახელა

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

მსოფლიოს რაგბის კავშირმა რამდენიმე წუთის წინ 2019 წლის საუკეთესო ადამიანები დაასახელა.

წლის საუკეთესო მორაგბე სამხრეთ აფრიკელი პიტერ-სტეფ დუ ტოი დასახელდა. ინფორმაცია იხილეთ აქ:   https://sporter.ge/16210/

საუკეთესო მწვრთნელის წოდება სამხრეთ აფრიკის ნაკრების თავკაცმა რასი ერასმუსმა დაიმსახურა.  მის გარდა ამ ტიტულისთვის ინგლისი ნაკრების ავსტრალიელი მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი, ახალი ზელანდიელი სტივ ჰანსენი,  უელსელი ოურენ გეტლანდი და იაპონელთა თავკაცი ჯეიმი ჯოზეფი იბრძოდნენ.

საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ 20 წლის  საფრანგეთის ნაკრების მგეზავი რომან ნტამაკი აღიარეს.  მან მსოფლიოს თასზე “ლე ბლეს” 4 თამაშში 27 ქულა მოუტანა.  ნტამაკიმ 5 ჯარიმა და 6 გარდასახვა გაიტანა.

2019 წლის საუკეთესო ლელოს ავტორად თიჯეი პერენარა დაასახელეს.   “ოლ ბლექსის” მგეზავმა ლელო ნამიბიასთან მატჩი დადო.

წლის საუკეთესო მსაჯი ინგლისელი უეინ ბარნსი გახდა.  მან სხვა შეხვედრებთან ერთად მსოფლიოს თასზე მე-3 ადგილისთვის მატჩში იმსაჯა.

კახა მიხანაშვილი-ს ფოტო.

Rati Urushadze-ს ფოტო.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი