მთავარი მსოფლიოესპანეთი თორნიკე შენგელიამ “რეალთან” დაპირისპირებაში 20 ქულა მოიპოვა

თორნიკე შენგელიამ “რეალთან” დაპირისპირებაში 20 ქულა მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” და ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” გაიმარჯვებები მოიპოვეს.
თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის გუნდი “ბასკონია” კი ლიდერ მადრიდის “რეალთან” დამარცხდა.

“ბასკონიამ” “სამეფო კლუბთან” დაძაბულ მატჩში მინიმალური სხვაობით 89-91 წააგო.

მადრიდელთა წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კალათბურთელები გამოირჩნენ.
სასტარტო ხუთეულში მყოფმა თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 32:31 წუთი დაჰყო და თავისი გუნდიდან ყველაზე მეტი 20 ქულა დააგროვა.
თორნიკეს ქულებით მარტო “რეალის” კალათბურთელი ენტონი რენდოლფი გაუტოლდა.
შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა 18 უწია.

მეტ ჰენინგმა 27:39 წუთში 18 ქულა, 1 მოხნა, 2 პასი მიითვალა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტი 23 გახლდათ. ამ მაჩვენებლით ჯენინგი მხოლოდ ზემოთნახსენებ რენდოლფს ჩამორჩა.

რენდოლფის გარდა “რეალის” გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი 15 ქულით სერხიო ლულიმ და უსმან გაბრამ 12 ქულით შეიტანეს.
ვიტორიული კლუბიდან კი 15 ქულა ლუკა ვინდოსამ მოიპოვა.
13-13 ქულას თავი პიერია ჰენრიმ და ნიგერიელმა მაიკლ ერიჩმა მოუყარეს.

სტუმრად, “ესტუდიანტესთან” გამარჯვება “ტენერიფემ” იზეიმა. გიორგი შერმადინის გუნდმა 74-72 მოიგო.
ქართველმა ცენტრმა 25:47 წუთის განმავლობაში  11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი დააგროვა.
შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 11 იყო. გიორგი ამ მაჩვენებლით, მხოლოდ თანაგუნდელ
მარსელინიო ჰუერტასს ჩამორჩა.

დაძაბულ ბრძოლაში ორი ქულის სხვაობით მოიგო ,,გრან კანარიამ”.
ბექა ბურჯანაძე კანარის კუნძულების გუნდს გამარჯვებაში 6 ქულითა და 5 მოხსნით დაეხმარა.
პარკეტზე კი 25:25 წუთი გაატარა.

ქართველების გუნდებიდან ყველაზე წინ შერმადინის “ტენერიფე” იმყოფება.  კლუბი 8 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.

“ბასკონიას” და “გრან კანარიას” 6-6 ქულა აქვთ და მე-9 – მე-14 ადგილებს ინაწილებენ.

ჩემპიონატს სათავეში 14 ქულით, წაუგებლად მადრიდის “რეალი” უდგას.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი