მთავარი მთავარი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე გამოსვლას კევინ ანდერსონთან ბრძოლით დაიწყებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირზე გამოსვლას კევინ ანდერსონთან ბრძოლით დაიწყებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
710 ნახვა

ხვალ, ავსტრიის  დედაქალაქ ვენაში სტარტს საჩოგბურთო ტურნირი აიღებს.

ტურნირზე ATP-ს რეიტინგის 23-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს.

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი  პირველ ბრძოლას 1/16 ფინალში ATP-ს რეიტინგის მე-5 ნომერ სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონთან ჩაატარებს.
თუ ქართველმა ეს ბარიერი წარმატებით გადალახა, მისი შემდეგი მოწინააღმდეგის ვინაობა კანადელ მილოშ რაონიჩისა და მასპინძელი ავსტრიელი ჩოგბურთელის იურგენ მელცერის შორის გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი წელს კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. მან 2018 წელს ATP-ს ორი ტურნირის მოგება მოახერხა.

ბასილაშვილისა და ანდერსონის დაპირისპირება 22 ოქტომბერს, შედგება.

შეხვედრა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი