მთავარი მსოფლიოNBA გოგა ბითაძის 9 ქულა და “ინდიანას” 9-ქულიანი სხვაობით გამარჯვება “ჩიკაგო ბულზთან”

გოგა ბითაძის 9 ქულა და “ინდიანას” 9-ქულიანი სხვაობით გამარჯვება “ჩიკაგო ბულზთან”

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

აშშ-ს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მე-6 ტურის მატჩები გაიმართა.

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ საკუთარ კედლებში „ჩიკაგო ბულზს“ უმასპინძლა და წლევანდელ სეზონში მე-3 გამარჯვება იზეიმა.
ბითაძის თანაგუნდელებმა მეტოქეს 9-ქულიანი სხვაობით 108-95 სძლიეს.

ქართველმა კალათბურთელმა მატჩი ძირითად ხუთეულში დაიწყო და 18:57 წუთი ითამაშა.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 4 ბლოკი მიითვალა.

ბითაძის მონაგარი უფრო მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ მან
ექვსი ჯარიმის გამო შეხვედრა ნაადრევად დაასრულა.

„ინდიანას“ რიგებში ყველაზე მეტი, 26 ქულა, ტი ჯეი ვორენმა დააგროვა. 22 ქულას თავი მალკოლმ ბროგდონმა მოუყარა.

ამ გამარჯვების შემდეგ გოგა ბითაძის რეგულარულ სეზონში 3 მოგება და ამდენივე წაგება გააჩნია.
“ინდიანა” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო მატჩს „პეისერსი“ 6 ნოემბერს სტუმრად „შარლოტ ჰორნეტსთან“ გამართავს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი