მთავარი მთავარი ფიჯელი მორაგბე ლეონე ნაკარავა დაიკარგა

ფიჯელი მორაგბე ლეონე ნაკარავა დაიკარგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
76 ნახვა

პარიზის “რასინგისა” და ფიჯის ეროვნული ნაკრების მორაგბე ლეონე ნაკარავა მსოფლიოს თასის შემდეგ საფრანგეთის ტოპ 14-ის კლუბში არ გამოჩენილა. მისი ასავალ-დასავალი არავინ იცის, რადგან
ფიჯელი მორაგბე “რასინგის” ხელმძღვანელების ზარებს არ პასუხობს.  ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა ,,Midi Olimpique” ავრცელებს.

ლეონე ნაკარავას მსოფლიოს თასის შემდეგ რამდენიმე დღე ფიჯიზე უნდა გაეტარებინა. პარიზში კი გასულ კვირას უნდა ჩასულიყო.
“რასინგ 92” წარმონადგენლები ნაკარავას საქციელით აღშფოთებულები არიან და მის სამაგალითო დასჯას აპირებენ.

გამორიცხული არ არის ფიჯის ნაკრები მესამეხაზელთან ფრანგულმა კლუბმა კონტრაქტი საერთოდ გაწყვიტოს.

31 წლის ნაკარავა “რასინგის” ღირსებას 2016 წლიდან იცავს.

იგი გასულ სეზონში ევროპის პროფესიონალურმა საკლუბო რაგბის კავშირმა EPCR-მა 2018 წლის ევროპის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი