მთავარი მსოფლიოინგლისი ედი ჯონსი ინგლისის ნაკრებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ედი ჯონსი ინგლისის ნაკრებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

ინგლისის მორაგბეთა ნაკრების ავსტრალიელი მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი მოქმედ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.   მასსა და ინგლისის რაგბის კავშირს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

დღეს, არსებული კონტრაქტის თანახმად ედი ჯონსმა  “ვარდებს” 2021 წლამდე უნდა უხელმძღვანელოს. ახალი შეთავაზების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი 59 წლის სპეციალისტი ინგლისის ნაკრების თავკაცის პოსტზე 2023 წლამდე დარჩება.

იაპონიაში აწ დასრულებულ 2019 წლის მსოფლიოს თასზე ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ფინალში გასვლა მოახერხა.  გადამწყვეტი შეხვედრის წაგების მიუხედავად, როგორც სჩანს ჯონსის მოღვაწეობა დადებითად შეფასდა.

ჯონსი ინგლისელთა მთავარ გუნდს სათავეში 2015 წლიდან უდგას.

ედი ჯონსი 1960 წლის 30 იანვარს ავსტრალიის კუნძულ ტასმანიაზე დაიბადა.

სამწვრთნელო საქმიანობას კი 1994 წელს შეუდგა.  მისი პირველი გუნდი ავსტრალიური “რადვიკი” იყო.  1995 წელს იაპონიაში გადაბარგდა და ჯერ “ტოკაი უნივერსიტის” კლუბს წვრთნიდა, შემდეგ კი ერთი წელი იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.  1997 წელს იაპონიის კლუბ ,,სუნტორი სუნგოლიაში”  ერთი წელი გაატარა.

1998-2001 წლებში სუპერ რაგბის ავსტრალიის გუნდის ,,ბრამბისი” მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

2001–2005 წლებში კი ავსტრალიის ეროვნული ნაკრების პირველი მწვრთნელი იყო.  მისი ხელმძღვანელობით ავსტრალიის ნაკრებმა 2001 წელს 3 ერის გათამაშება მოიგო. 2002, 2003 და 2004 წლებში  მიჯრით 3-ჯერ  კი მე-2 ადგილოსანი გახდა.

ედი ჯონსმა 2003 წელს “ვოლაბები” მსოფლიოს თასის ფინალში გაიყვანა, თუმცა გადამწყვეტ ბრძოლაში ინგლისთან დამარცხდა.

ედი ჯონსი ინგლისში  პირველად  პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად 2006 წელს აღმოჩნდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გუნდის “სარანსენსის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.
2007 წელს ორი გუნდის გამოცვლა მოასწრო. ავსტრალიური “რედსის”, შემდეგ ასისტენტად სამხრეთ აფრიკის ნაკრებში მუშაობდა.

2007–2009 წლებში “სარანსენსში” მთავარი მწვრთნელის რანგში დაბრუნდა.

2009–2012 წლებში ამჯერად მეორედ იაპონურ ,,სუნტორი სუნგოლიას” გუნდში მივიდა.

ინგლისის ნაკრებამდე კი 2012-2015 წლებში იაპონიის ეროვნული გუნდის მთავარი მწრთნელად მუშაობდა.

 

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი