მთავარი მსოფლიოინგლისი ჩოგბურთის წლის შემაჯამებელ ტურნირზე წილი იყარა

ჩოგბურთის წლის შემაჯამებელ ტურნირზე წილი იყარა

ავტორი კახა მიხანაშვილი
7 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ჩოგბურთის 2019 წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა გაიმართა.

ATP-ს რეიტინგის რჩეული 8 მამაკაცი ორ ჯგუფში გადანაწილდა.
ჩოგბურთელები ერთმანეთის წინააღმდეგ თუთი-თითო შეხვედრას ჩაატარებენ.
მათგან ორი საუკეთესო ჩოგბურთელი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ტურნირის 1/2 ფინალში გააგრძელებს.

ჯგუფებს პირობითად, ლეგენდარული მოთამაშეების ანდრე აგასისა და ბიორნ ბორგის სახელები აქვს მინიჭებული.

ჩოგბურთელები ჯგუფებში ასე განაწილდნენ:

ანდრე აგასის ჯგუფი
რაფაელ ნადალი (ესპანეთი)
დანიილ მედვედევი (რუსეთი)
სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)
ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)

ბიორნ ბორგის ჯგუფი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)
როჯერ ფედერერი (შვეიცარია)
დომინიკ ტიმი (ავსტრია)
მატეო ბერეტინი (იტალია)

ესეც პირველი ტურის განრიგი:
10 ნოემბერი.
ჯოკოვიჩი-ბერეტინი, ფედერერი-ტიმი.

11 ნოემბერი. მედვედევი-ციციპასი, ნადალი-ზვერევი.

წლის შემაჯამებელი ტურნირი სტარტს 10 ნოემბერს აიღებს და 17 ნოემბერს დასრულდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი