მთავარი მსოფლიოესპანეთი სენსაცია “ნოუ კამპზე” – “ბარსელონამ” “სლავიასთან” ქულები დაკარგა

სენსაცია “ნოუ კამპზე” – “ბარსელონამ” “სლავიასთან” ქულები დაკარგა

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ორი ნაადრევი შეხვედრა გაიმართა.

კატალონიაში “ნოუ კამპის” სტადიონზე “ბარსელონამ” ჩეხურ პრაღის “სლავიას” უმასპინძლა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. თუმცა გუნდებმა გოლის გასატანად რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.

მეორე ნახევარშიც გუნდები გოლის გატანას ეცადნენ.
განსაკუთებულად “ბარსელონა” გამოირჩეოდა. კატალონიელების რამდენიმე მწვავე შეტევის შემდეგ “სლავიას” კარი მეკარე ონდრეი კოლარმა იხსნა.

საბოლოოდ, “ბარსელონა” და “სლავია” დაზავდნენ და აქტივში თითო-თითო ქულა ჩაიწერეს.

სტუმრად, სანქტ-პეტერბურგში გამარჯვება გერმანულმა “ლაიპციგმა” იზეიმა და ჯგუფის ლიდერობა განიმტკიცა.
“ლაიპციგმა” რუსულ გუნდს 2-0 სძლია.

F ჯგუფი

IV ტური
ბარსელონა, ,,ნოუ კამპი”

“ბარსელონა” (ესპანეთი) 0:0 “სლავია” (ჩეხეთი)

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, სემედო, პიკე, ლენგლე, ალბა (46′ სერხი რიბერტო), ვიდალი, ბუსკეტსი (68′ რაკიტიჩი), დე იონგი, მესი, გრიზმანი, დემბელე (65′ ფათი)
მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

“სლავია”: კოლარი, კოუფალი, კუდელა, ფრიდრიხი, ბორილი, სოუჩეკი, ტრაორე (57′ ტესლი), სევჩიკი, სტანჩუ (63′ ჰუსბაუერი), ოლაინკა, მასოპუსტი (82′ პროვოდი)
მთავარი მწვრთნელი: ტრპისოვკი

1. “ბარსელონა” 4 2 2 0 4:2 8
2. “ინტერი” 3 1 1 1 4:3 4
3. “დორტმუნდი” 3 1 1 12:2 4
4. “სლავია” 4 0 2 2 2:5 2

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი