მთავარი მსოფლიოესპანეთი გიორგი შერმადინის 15 ქულა და “ტენერიფეს” ზედიზედ მე-4 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

გიორგი შერმადინის 15 ქულა და “ტენერიფეს” ზედიზედ მე-4 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩში მიჯრით მე-4 გამარჯვება
გიორგი შერმადინის ,,ტენერიფემ” იზეიმა.

ესპანურმა კლუბმა სტუმრად, პრაღაში ჩეხურ “ნიმბრუკს“ 10-ქულიანი სხვაობით 78:68 სძლია.

გიორგი შერმადინმა
პარკეტზე 21:59 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 15 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

17 ქულით მატჩი MVP გიორგის თანაგუნდელი ფრანგი ლოჰაუ კონატე გახდა.

განვლილი 4 ტურის შემდეგ “ტენერიფეს” 100 %-იანი შედეგი გააჩნია.
ესპანური გუნდი 4 გამარჯვებით ჯგუფის ლიდერია.

გიორგი შერმადინის კლუბი მორიგ შეხვედრას შინ, თურქულ “გაზიანთეფთან” გამართავს.

მატჩი 13 ნოემბერს, არის დანიშნული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი