მთავარი მსოფლიოNBA ,,შარლოტ ჰორნეტსთან” მატჩში გოგა ბითაძეს ორმაგ დუბლამდე 4 ქულა დააკლდა

,,შარლოტ ჰორნეტსთან” მატჩში გოგა ბითაძეს ორმაგ დუბლამდე 4 ქულა დააკლდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძეს მორიგი შეხვედრა ჩაატარა.

ბითაძის გუნდ “ინდიანა პეისერსს” ,,შარლოტ ჰორნეტსთან” დიდი ბრძოლა გადახდა.
საბოლოოდ, კი ოვერტაიმში 120:122 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 31:48 წუთი გაატარა. იგი “ინდიანას” მწვრთნელმა NBA-ში გადავლის შემდეგ ყველაზე დიდხანს ათამაშა.
ბითაძეს ორმაგ დუბლამდე 4 ქულა დააკლდა. გოგამ 6 ქულა, 11 მოსხნა, 4 პასი და 4 ბლოკშოტი მიითვალა.

“ინდიანა პეისერსიდან” 33 ქულით ტიჯეი უარენი გამოირჩა. გუნდს 31 ქულა მალკოლმ ბროგდონმა შესძინა.

“ინდიანას” 3 მოგება და 4 მარცხი გააჩნია.
გოგა ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე იმყოფება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი