მთავარი მთავარი 12 რჩეული ქართველი სამბისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

12 რჩეული ქართველი სამბისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
80 ნახვა

საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ კორეაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს.

პლანეტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები 12 მოჭიდავით წარსდგება.

ქართველები მსოფლიოს ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვლენ. ჩვენ გუნდში თითქმის ყველა მოჭიდავე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია.

ნაკრების თავკაცმა ჯონდო მუზაშვილმა აზიაში დაგეგმილ შეჯიბრებაზე შემდეგ სამბისტებს უხმო:

52- გივი ნადარეიშვილი
57- ვახტანგ ჩიდრაშვილი
62- თორნიკე ჭოველიძე
68- მინდია ლილუაშვილი
74- ლევან ნახუცრიშვილი
82- ბექა ბერულავა
90 – პაატა ღვინიაშვილი
100- დავით ლორიაშვილი
მძიმე- ბექა ბერძენიშვილი

გოგონები
72- ნინო ოძელაშვილი
მძიმე – ელენე ქებაძე

საბრძოლო სამბოში მედლის მოპოვებას 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილი შეეცდება.

სამხრეთ კორეაში მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 8 ნოემბერს აიღებს და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი