მთავარი მთავარი 4 ფალავნით ოსაკაში

4 ფალავნით ოსაკაში

138 ნახვა

ძიუდოისტთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ბევრისთვის თვით მსოფლიოს ჩემპიონატზე რთულად მოსაგები ოსაკას გრან-სლემი, იგივე ძიგარო კანოს მემორიალური ტურნირი, გაიმართება ამა თვის 22-24 რიცხვებში და შეჯიბრებას ქართული დელეგაცია 4-კაციანი გუნდით მიაშურებს.

შემადგენლობა შემდეგნაირია:

ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ბექა ღვინიაშილი, ავთანდილი ჭრიკიშვილი (90კგ ორთავე) და ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ).

ოსაკადან დაახლოებით ორი კვირის თავზე სეზონის დამაგვიგვინებელი შეჯიბრება – მასტერსი გაიმართება ჩინურ გუანჯოუში და ამით წლევანდელი ძიუდოს მსოფლიო ტური დასრულდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი