მთავარი მსოფლიოგერმანია “იუვენტუსმა” მოსკოვში მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში მოიგო და 1/8 ფინალში გავიდა

“იუვენტუსმა” მოსკოვში მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში მოიგო და 1/8 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე წუთის წინ დღევანდელი დღის ორი ნაადრევი შეხვედრა შედგა.

ტურინის “იუვენტუსმა” მოსკოვში შეხვედრის მოგება  მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში მოახერხა და აქტივში მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს.
მე-4 წუთზე ანგარიში “ბებერი ქალბატონის” ფეხბურთელებმა გახსნეს.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კრისტიანუ რონალდუს პასით გოლი უელსელმა აარონ რემსიმ გაიტანა.

მე-11 წუთზე “რკინიგზელებმა” წონასწორობა აღადგინეს.
თავი ალექსეი მირანჩუკმა გამოიჩინა.

გამარჯების გოლი რუსული გუნდის კარში ბრაზილიელმა დუგლას კოშტამ 93-ე წუთზე შეაგდო.
ამ გამარჯვების შემდეგ იუვენტუსმა 1/8 ფინალის საგზური ოფიციალურად დაიბევა.

მიუნხენში “ალიანს არენაზე” 3 ქულა ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” “ბაიერნმა” მიითვალა.
ბავარიელებმა მთელი თამაში შეტევებში გაატარეს და მიზანს მეორე ნახევარში უწიეს.
მიუნხენელებმა პოლონელი ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკისა და შეცვლაზე შესული ხორვატ ივან პერისიჩის გოლებით მოიგეს.

“ბაიერნს” შეუძლია დარჩენილი 2 ტური.მშვიდად იყოს, რადგან გუნდი 1/8 ფინალში უკვე გავიდა.

B ჯგუფი
“ბაიერნი” (გერმანია) 2:0 “ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი)
69′ ლევანდოვსკი (1-0), 89’პერისიჩი (2-0)

“ბაიერნი”: ნოიერი, პავარი, მარტინესი, ალაბა, დევისი, კიმიხი, გორეცკა (82’ტოლისო), მიულერი, გნაბრი, კომანი, ლევანდოვსკი
მთავარი მწვრთნელი: ფლიკი

“ოლიმპიაკოსი”: ჟოზე სა, ელაბდელოუ, სემედო, მერია, ციმიკასი, გილერმე, კამარა, ბოჩალაკისი, რანჯელოვიჩი (61′ მასურასი), პოდენსე (79′ ელ არაბი), გერერო
მთავარი მწვრთნელი: მარტინსი

1. “ბაიერნი” 4 4 0 0 15-4 12
2. “ტოტენჰემი” 3 1 1 1 9:9 4
3. “ოლიმპიაკოსი” 3 1 0 2 3:9 3
4. “ლოკომოტივი” 4 0 1 3 5-10 1

D ჯგუფი
“ლოკომოტივი” (მოსკოვი) 1:2 “იუვენტუსი” (იტალია)
4′ რემსი (0-1), 11′ მირანჩუკი (1-1),90+3′ დუგლას კოშტა (1-2)

“ლოკომოტივი”: გილერმე, იგნატიევი, ჰოვედესი, ჩორლუკა, რიბუსი, ჟემალეტდინოვი (81′ სეკუერა), კრიჩოვიაკი, ბარინოვი, მარიო (85′ კოლომიენცევი), მირანჩუკი, ედერი მთავარი მწვრთნელი: იური სიომინი

“იუვენტუსი”: სჩესნი, დანილო, ბონუჩი, რუგარი, ალექს სანდრო, ხედირა (69′ დუგლას კოშტა), პიანიჩი, რაბიო, რემსი (64′ ბენტანკური), იგუაინი, რონალდუ (81′ დიბალა)
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო სარი

1. “იუვენტუსი” 4 3 1 0 9:4 10
2. “ატლეტიკო” 3 2 1 0 5:2 7
3. “ლოკომოტივი” 4 1 0 2 4:6 3
4. “ლევერკუზენი” 3 0 0 3 1:6 0

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი