მთავარი მსოფლიო4 ერი ,,მხეცმა” სანაკრებო კარიერა დაასრულა

,,მხეცმა” სანაკრებო კარიერა დაასრულა

ავტორი კახა მიხანაშვილი
27 ნახვა

სამხრეთ აფრიკელმა მორაგბემ ტენდაი მტავარირამ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

34 წლის კვაჭი “სპრინგბოკის შემადგენლობაში 11 წელიწადი თამაშობდა.
მტავარირამ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ერთად ხუთი დღის წინ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მას “ბოკეს” რიგებში, ასევე 3 ერისა და რაგბი ჩემპიონატის თასები აქვს აღმართული.

ტენდაი მტავარირა მეტსახელად “მხეცი” სამხრეთ აფრიკის ნაკრების ცენტურიონია. ეროვნული გუნდის კვაჭს 117 კეპი აქვს მოხვეჭილი და 2 ლელო დადებული.

მტავარირა ნაკრებში ჩატარებული მატჩების მხრივ, მხოლოდ ლეგენდარულ ბრაიან ჰაბანას და ვიქტორ მეტფილდს ჩამორჩება.

ტენდაი მტავარირა 2007 წლიდან მოყოლებული სამხრეთ აფრიკულ გუნდს “შარქსის” ღირსებას იცავს. მას ამ კლუბის მაისურით 159 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული და 5 ლელო დადებული.

ტენდაი მტავარირა წარმოშობით ზიმბაბვედან გახლავთ. იგი ამ აფრიკული ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეში 1985 წლის 1 აგვისტოს დაიბადა.
სამხრეთ აფრიკაში კი ყრმობის ასაკში 21 წლისა გადაბარგდა.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი