მთავარი მთავარი სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება – ტურნირის პირველ დღეს ბრძოლაში 4 ქართველი ჩაებმევა

სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება – ტურნირის პირველ დღეს ბრძოლაში 4 ქართველი ჩაებმევა

ავტორი კახა მიხანაშვილი
200 ნახვა

ხვალ, 8 ნოემბერს, სამხრეთ კორეის ქალაქ ჩხონჯუში სამბოში სტარტს მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს, მსოფლიოს ჩემპიონობისთვის
4 ტიტულოვანი ქართველი სამბისტი იბძოლებს.

პლანეტის პირველობაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ტურნირის ფავორიტი ნინო ოძელაშვილი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი მინდია ლილუაშვილი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი პაატა ღვინიაშვილი და ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი გივი ნადარეიშვილი გამოვლენ.

წინასწარი შეხვედრები სტარტს თბილისის დროით 05:00 საათზე აიღებს.

ფინალური ბლოკი კი 12:00 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი