მთავარი საქართველოლეგიონერები ქართველების “გენტმა” სტუმრად “ვოლფსბურგს” სძლია

ქართველების “გენტმა” სტუმრად “ვოლფსბურგს” სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
77 ნახვა

ევროპა ლიგის მე-4 ტურის I ჯგუფის მატჩში გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის კლუბმა “გენტმა” გერმანიაში “ვოლფსბურგს” 3-1 სძლია.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია ბელგიური კლუბის თადარიგში იყო და იგი მწვრთნელებმა მოედანზე მატჩის ბოლო წუთზე შეიყვანეს.
გიორგი ჩაკვეტაძე კი შეხვედრის განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდა.

“ვოლფსბურგმა” მატჩის პირველი ტაიმი ბრაზილიელი ჟოაო ვიქტორის მე-20 გატანილი გოლის წყალობით 1-0 მოიგო.

მეორე ნახევარში კი ბენელუქსურმა კლუბმა 3 უპასუხო გოლი შეაგდო.

მეტოქის კარი უკრაინელმა რომან იერემჩუკმა, ბელგიელმა ლოურენ დეპოიტრემ და კამერუნელმა მაიკლ ნგადეუ-ნგანჯუიმ აიღეს.

ამ გამარჯვების შემდეგ “გენტის” 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ საფეხურზე იმყოფება.
მე-2 ადგილოსან “ვოლფსბურგს” 5 ქულა გააჩნია.
3-3 ქულა ფრანგულ ,,სენტ ეტიენს” და უკრაინულ ,,ოლექსანდრიას” აქვთ მოპოვებული.

“გენტი” ევროპა ლიგაზე მორიგ შეხვედრას 28 ნოემბერს სტუმრად, “სენტ ეტიენთან” ჩაატარებს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი