მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ბათუმის “დინამომ” ლიდერობა დაიბრუნა

ბათუმის “დინამომ” ლიდერობა დაიბრუნა

ავტორი კახა მიხანაშვილი
52 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” 34-ე ტურის სასტარტო მატჩი გაიმართა.

“ანგისას” სტადიონზე გამართულ მატჩში ბათუმის “დინამომ” ბოლნისის “სიონი” 2:0 დაამარცხა და ლიდერობა დაიბრუნა.

აჭარლებმა ანგარიში 24-ე წუთზე გახსნეს.
ჯაბა ჯიღაურის პასით გოლი გიული მანჯგალაძემ გაიტანა.

34-ე წუთზე ქვემო ქართლელები კაცნაკლული დარჩნენ.
მსაჯმა “სიონის” ფეხბურთელი ნიკოლოზ აფაქიძე გააძევა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, კერძოდ 47-ე წუთზე ბათუმელები წინ 2-ბურთიანი სხვაობით გავიდნენ.
გიორგი ნავალოვკის გასაცემით ჯაბა ჯიღაურმა იხეირა.

ბათუმის “დინამომ” 67 ქულა დააგროვა და თბილისის “დინამოს” 1 ქულით გაუსწრო.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი 34-ე ტურის მატჩს 9 ნოემბერს, სტუმრად” რუსთავთან” ჩაატარებს.

“დინამო” (ბათუმი).2:0 “სიონი” (ბოლნისი)
24′ მანჯგალაძე (1-0), 47′ ჯიღაური (2-0)
გაძევება: 34′ აფაქიძე (“სიონი”)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი