მთავარი მთავარი ვახტანგ ჩიდრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა – ქართველთა ყულაბა კიდევ 3 მედლით შეივსო

ვახტანგ ჩიდრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა – ქართველთა ყულაბა კიდევ 3 მედლით შეივსო

ავტორი კახა მიხანაშვილი
82 ნახვა

დღეს, სამხრეთ კორეაში მიმდინარე სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველებმა კიდევ 3 მედალი დაუსაკუთრეს.

მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთნილი ოქროს მედალი 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვახტანგ ჩიდრაშვილმა მოიპოვა.
ლეგენდარულმა მოჭიდავემ კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონატი მე-6 მოიგო.

გადამწყვეტ ფინალურ ბრძოლაში ჩიდრაშვილმა რუსი მოჭიდავე საიან ხერტეკი დაამარცხა.

100 კილოგრამში დავით ლორიაშვილმა ვერცხლის მედალი ირგუნა.
ბრინჯაოს მედალი მსოფლიოს პირველობაზე 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლევან ნახუცრიშვილმა აიღო.

ამ დროისთვის ქართველთა ყულაბაში 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია.

პლანეტის პირველობის დასკვნით დღეს მედლებისთვის მძიმეწონოსანი სამბისტი ელენე ქებაძე, თორნიკე ჭოველიძე (62 კგ), ბექა ბერულავა (82 კგ) და ბექა ბერძენიშვილი იბრძოლებენ.

საბრძოლო სამბოში მედლის მოპოვებას 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილი შეეცდება.

ხვალინდელი დღის შეხვედრები სტარტს 05:00 აიღებს.

ფინალური ბლოკი კი 12:00 საათზე დაიწყება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი