მთავარი საქართველოეროვნული ლიგა თბილისის “დინამო” ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა

თბილისის “დინამო” ეროვნული ლიგის ლიდერი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
37 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” 34-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

თბილისის “დინამომ” სტუმრად რუსთავში ადგილობრივი გუნდი 2-0 დაამარცხა და ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა პირველი გოლი მატჩის დასრულებამდე 14 წუთით ადრე გაიტანა. “დინამო” ნოდარ ქავთარაძემ დააწინაურა.

მატჩის მიწურულს ქვემო ქართლელთა კარი უკრაინელმა ლეგიონერმა მიხაილო შიშკამ აიღო.

“დინამომ” ამ გამარჯვების შემდეგ თავი 69 ქულა მოუყარა და ეროვნული ლიგის ლიდერის მანტია მოირგო.

თბილისურ დერბიში გამარჯვება “საბურთალომ” მოიპოვა. მოქმედმა ჩემპიონებმა “ვიტ ჯორჯიას” 3-1 სძლიეს.

“რუსთავი” 0:2 დინამო”  (თბილისი)
76′ ნოდარ ქავთარაძე (0-1), 89′ მიხაილო შიშკა (0-2)

“საბურთალო”  3:1 “ვიტ ჯორჯია”
51′ კოხრეიძე (1-0), 61′ 74′ გაბედავა (2-0, 3-0)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი