მთავარი მსოფლიოგერმანია “ბაიერნმა” “დორტმუნდს” გადაუარა

“ბაიერნმა” “დორტმუნდს” გადაუარა

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის მატჩში ერთმანეთს მიუნხენის “ბაიერნი” და დორტმუნდის “ბორუსია” დაუპირისპირდნენ.

მიუნხენის “ალიანს არენაზე” გამართულ შეხვედრაში ბავარიელებმა მეტოქე არ დაინდეს და უშანსოდ, 4:0 გაანადგურეს.

“რეკორდმაისტერმა” პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გაიტანა.
ფრანგ ბენჟამინ პავარის პასით გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ იხეირა.

მეორე ნახევარში “ბაიერნის” ფეხბურთელებმა უკეთ ითამაშეს და მოწინააღმდეგის კარი კიდევ 3-ჯერ აიღეს.

47-ე წუთზე თომას მიულერის პასით სერჟ გნაბრიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.

76-ე წუთზე დუბლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიფორმა. პოლონელ ფორვარდსაც გოლის გატანაში თომას მიულერი დაეხმარა.

,,გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწევაო”-ნათქვამია ქართულ ანდაზაში.
დაახლოვებით,  ასე მოუვიდა “ბორუსიასაც”. მე-80 წუთზე გუნდის მცველმა მეტ ჰუმელსმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.

“ბაიერნმა” ამ გამარჯვებით თავი 21 ქულას მოუყარა და სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე დამკვიდრდა.

“დორტმუნდი” კი 19 ქულით მე-5 ასგილზე იმყოფება.

“ჰერტა” 2:4 “ლაიპციგი”
32′ მიტელშტანდტი (1-0), 38′ ვერნერი (1-1), 45+1′ ზაბიცერი (1-2), 86′ კანპლი (1-3), 90+1′ ვერნერი (1-4), 90+2′ სელკე (2-4)

“მაინცი” 2:3 “უნიონი”
30′ ბროსინსკი ა.გ. (0-1), 45+3′ 51′ ანდერსონი (0-2,0-3), 81′ ონისივო (1-3), 90+3 ბროსინსკი (2-3)

“პადერბორნი” 0:1 “აუგსბურგი”
41′ მაქსი
გაფუჭებული პენალტი: 6′ გჯასულა ( “პადერბორნი”)

“შალკე” 3:3 “დიუსელდორფი”
33′ კალიგიური (1-0), 62′ ჰენინგსი პენ. (1-1), 67′ კაბაკი (2-1), 74′ ჰენინგსი (2-2), 79′ სერდარი (3-2), 84′ ჰენინგსი (3-3)

“ბაიერნი” 4:0 “დორტუნდი”
17′ ლევანდოვსკი (1-0), 47′ გნაბრი (2-0), 76′ ლევანდოვსკი (3-0), 80′ ჰუმელსი ა.გ. (4-0)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი