მთავარი მთავარი ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელი ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში სტარტი ჩოგბურთის წლის შემაჯამებელმა ტურნირმა აიღო.

ATP-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბიორგის ჯგუფში იტალიელი მატეო ბერეტინი იოლად 2-სეტში 6-2, 6-1 დაამარცხა.
ბალკანელმა ჩოგბურთელმა მეტოქესთან წარმატების მისაღწევად, სულ რაღაც 1 საათი და 4 წუთი დახარჯა.

ჯოკოვიჩმა აქტივში 1 ქულა ჩაიწერა. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მე-2 ტურში ავსტრიელ დომინიკ ტიმს შეხვდება.
ორთაბრძოლა 12 ნოემბერს, გაიმართება.
ამავე დღეს მატეო ბერეტინი ლეგენდარულ როჯერ ფედერერს შეერკინება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი