მთავარი მსოფლიოინგლისი “ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტის” საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა

“ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტის” საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა

ავტორი კახა მიხანაშვილი
53 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთის პირისპირ “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” წარსდგნენ.

“ენფილდ როუდზე” გამართული ორთაბრძოლა უხვგოლიანი აღმოჩნდა და “ლივერპულის” გამარჯვებით 3-1 დასრულდა.

“ბიტლომანთა ქალაქის” გუნდმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მეტოქეს წარმატების შანსი არ დაუტოვა.

“მერსესაიდელებმა” პირველ 13 წუთში მანჩესტერელებს 2 გოლი გაუტანეს.

ანგარიში მე-6 წუთზე ბრაზილიელმა ფაბინიომ გახსნა.

მე-13 წუთზე ეგვიპტელმა მოჰამედ სალაჰმა იხეირა. ფარაონთა ქვეყნის შვილმა შოტლანდიელ ანდრეუ რობინსონის პასით იხეირა.

51-ე წუთზე სენეგალელმა სადიო მანემ “სიტის” ჩილელი მეკარე კლაუდიო ბრავო მესამედ დაამწუხრა.
აფრიკელმა ფეხბურთელმა ჯორდან ჰენდერსონის გადაცემა შეირგო.

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებმა ე.წ. ,,პრესტიჟის გოლი” 78-ე წუთზე გაიტანეს.
სხვაობა პორტუგალიელმა ბერნანდო სილვამ შეამცირა.

საბოლოოდ, “ლივერპულმა” 3:1 მოიგო და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
“წითლებს” ამ დროისთვის 34 ქულა აქვთ და მე-2 – მე-3 პოზიციაზე მყოფ “ლესტერს” და “ჩელსის” 8 ქულით უსწრებენ.

“მანჩესტერ სიტი” კი 25 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.

“ლივერპული’ 3:1 “მანჩესტერ სიტი”
6′ ფაბინიო (1-0), 13′ სალაჰი (2-0), 51′ სანე (3-0), 78′ ბერნანდო სილვა (3-1)

“მანჩესტერ იუნაიტედი” 3:1 “ბრაიტონი”
17′ პერეირა (1-0), 19′ პროპერი ა.გ. (2-0), 64′ დანკი (2-1), 66′ რაშფორდი (3-1)

“ვულვერჰემპტონი” 2:1 “ასტონ ვილა”
41′ ნევესი (1-0), 84′ ხიმენესი (2-0), 90+2′ ტრეზეგე (2-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი