მთავარი მსოფლიოიტალია “იუვენტუსმა” “მილანს” სძლია და ერთი დღით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა

“იუვენტუსმა” “მილანს” სძლია და ერთი დღით დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა

ავტორი კახა მიხანაშვილი
29 ნახვა

იტალიის სერია ა-ს ცენტრალურ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსმა” შინ, “მილანს” მინიმალური სხვაობით 1:0 მოუგო.

ტურინის “ალიანს სტედიუნზე” გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი არგენტინელმა ფორვარდმა პაოლო დიბალამ გაიტანა. მას
77-ე წუთზე გოლის გატანაში თანამემულე გონსალო იგუაინი დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ დიბალა 55-ე წუთზე მოედანზე კრისტიანუ რონალდუს ნაცვლად შევიდა.

“იუვენტუსმა” 3 ქულა მიითვალა და 32 ქულით სერია ა-ს ლიდერი გახდა.
“ბებერ ქალბატონს” 1 ქულით მილანის “ინტერი” ჩამორჩება.

ერთდროს მრისხანე “მილანი” კი 13 ქულით მე-14 ადგილზეა.

“კალიარი” 5:2 “ფიორენტინა”
17′ როგი (1-0), 26′ პესაკანე (2-0), 34′ სიმეონე (3-0), 54′ ჟოაო პედრო (4-0), 65′ ნაინგოლანი (5-0), 75′ 87′ ვლაჰოვიჩი (5-1, 6-1)

“ლაციო” 4:2 “ლეჩე”
30′ კორეა (1-0), 40′ ლაპადულა (1-1), 62′ მილინკოვიჩ-სავიჩი (2-1), 78′ იმობილე (3-1), 80′ კორეა (4-1), 85′ ლა მარტია (4-2)
გაფუჭებული პენალტი: 57′ ბაბაკარი ( “ლეჩე”)

“სამპდორია” 0:0 “ატალანტა”

“უდინეზე” 0:0 “სპალი”

“პარმა” 2:0 “რომა”
68′ სპროკატი (1-0), 90+3′ კომელიუსი (2-0)

“იუვენტუსი” 1:0 “მილანი”
77′ დიბალა

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი