მთავარი მთავარი თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე გარდაიცვალა

თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
143 ნახვა

70 წლის ასაკში თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე გარდაიცვალა.

კანთელაძე “დინამოს” “ოქროს თაობის” წარმომადგენელი იყო. იგი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ღირსებას 1967-დან 1979 წლამდე იცავდა.
ამ ხნის განმავლობაში კანთელაძემ “დინამოს” რიგებში 277 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

თბილისურ გუნდში გატარებულ 12 წელიწადში ფირუზ კანთელაძემ 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო.
ერთხელ ვერცხლის მედალოსანი (1977) და 2-ჯერ კი ბრინჯაოს პრიზიორი (1976, გაზაფხული-შემოდგომა).გახდა. მან 2-ჯერ 1976, 1979 წლებში სსრ კავშირის თასი აღმართა.
კანთელაძემ 1976 წლის ფინალში ერევნის “არარატის” კარში 11-მეტრიანის ნიშნულიდან გოლიც გაიტანა.

“დინამოს” მცველმა 1967 წელს ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის თასი დაისაკუთრა.

ფირუზ კანთელაძე ღირსების ორდენის კავალერია.

,,სპორტერის” რედაქცია ფირუზ კანთელაძე გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი