ევროპის შესარჩევი ტურნირის მატჩში საქართველოს გოგონათა ეროვნულმა ნაკრებმა კატასტროფული ანგარიშით წააგო.
დანიასთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში ქართველმა გოგონებმა თავი შეირცხვინეს და 0:14 დამარცხდნენ.
სკანდინავიელმა მანდილოსნებმა პირველ ტაიმში 10 გოლი გაიტანეს.
მეორე ნახევარში კი 4 გოლი იკმარეს.
10 გოლი თათია გაბუნიამ გაუშვა. 4 კი მისმა შემცვლელმა თეონა სუხაშვილმა.
დანიელთაგან ჰეთთრიკი სტეინ ლარსენმა და პერლაინ ჰანდერმა შეასრულეს.
დუბლი კი ნადია ნადიმმა, სოფიე სვავამ და ნიკოლაინ სორენსენმა დააფიქსირეს.
თითო-თითო გოლი საქართველოს ნაკრების კარში ნანა კრისტიანსენმა და რიკე მადსენმა გაიტანეს.
საბოლოოდ, დანიამ 14:0 მოიგო და 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.
საქართველო კი 6-გუნდიან ჯგუფში უქულოდ ბოლო ადგილზეა. თან ისე, რომ ჩვენს გოგონებს 1 გოლი აქვს გატანილი და 30 მიღებული.