ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე დომინიკ ტიმმა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დრატულ ორთაბრძოლაში დაამაარცხა.
ბიორგ ბორგის ჯგუფში გამართული ორთაბრძოლა 2 საათი და 50 წუთი გაგრძელდა.
ტიმმა წარმატებას 3-სეტიან დაძაბულ ორთაბრძოლაში მიაღწია. სამიდან 2-სეტში ჩოგბურთელებმა ტაიბრეიკით გაიმარჯვეს.
საბოლოოდ, ავსტრიელმა ჩოგბურთელმა მრისხანე მეტოქეს 6-7, 6-3, 7-6 სძლია.
დომინიკ ტიმს ამ გამარჯვების შემდეგ 2 მოგება დაუგროვდა. მან ტურნირზე ორივე უშუალო მოწინააღმდეგე ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი დაამარცხა და შემაჯამებელი შეჯიბრების 1/2 ფინალში ერთი ტურით ადრე გავიდა.
ჩოგბურთის ლეგენდებს ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რიჯერ ფედერერს ბოლო ტურში ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი შერკინება მოუწევთ. მათ შორის გამარჯვებული კი 1/2 ფინალში იასპარეზებს.
ბიორგ ბორგის ჯგუფი
1. ტიმი 2 2 4:1 2
2.ჯოკოვიჩი 2 1 1 3:2 1
3.ფედერერი 2 1 1 2:2 1
4. ბერეტინი 2 0 2 0:4 0