მთავარი მთავარი ედი ჯონსმა “ბარბაროსების” შემადგენლობა დაასახელა

ედი ჯონსმა “ბარბაროსების” შემადგენლობა დაასახელა

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსიმ “ბარბაროსების”, ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც შაბათს, ლონდონში “თვიქნემის” სტადიონზე ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ იბრძოლებს.

ამჯამად “ბარბაროსების” რიგებში არცერთი ქართველი მორაგბე არ იქნება.
სხვადასხვა დროის კი ამ ნაკრების ღირსება 8 მორაგბეს მამუკა გორგოძეს, დუდუ ქუბრიაშვილს, გოდერძი შველიძეს, დავით ზირაქაშვილს, დავით კაჭარავას, კოტე მიქაუტაძეს, ანტონ ფეიქრიშვილს და მიხეილ ნარიაშვილს დაუცავთ.
2014 წელს ლეგენდარულმა გორგოძემ ინგლისის ნაკრებს ლელო დაუდო.

დაუბრუნდეთ შაბათის მატჩს და გავეცნოთ კუნძულელთა წინააღმდეგ ჯონსი რჩეულ რაზმს.

ფორვარდები: ტენდაი მტავარირა (სამხრეთ აფრიკა), რორი ბესტი (ირლანდია), ენრიკე პიერეტო (არგენტინა), ლუკ ჯონსი, მეტ ფილიპი, პეტე სამუ (სამი ავსტრალია), მარკო ვან სტადენი (სამხრეთ აფრიკა), ჯოშ სტრაუსი (შოტლანდია), ენდრიუ მაკალიო (“კრუზეიდერსი”), კამპესე მააფუ (ფიჯი), ტიილერ არდრონი (კანადა), ჰენკუს ვან ვიკი (“სანვულვზი”), ანგუს კოტრელი (“რებელსი);

ბექები: მაკაზოლე მაპინპი (სამხრეთ აფრიკა), ლუხანიო ამი (სამხრეთ აფრიკა), იანო ვერმააკი (“სტორმერსი”), მატიო ბასტარო (საფრანგეთი), დევიდ ჰევილი (“კრუზეიდერსი”),
მორნე სტეინი, კარვინ ბოში, ანდრე ესტერჰუიზენი, დილინ ლეიდსი (ყველა სამხრეთ აფრიკა), სანტიეგო იგლესიასი, ბაუტისა ესკურა (ორივე არგენტინა), ჯო პოუელი (ავსტრალია), ბილი მაკსი (“რებელსი”)

ფიჯისთან შეხვედრის შემდეგ “ბარბაროსები” სამხრეთ ამერიკას ეწვევიან და სან პაულოში 20 ნოემბერს, ბრაზილიის ნაკრებს შეერკინებიან.
ტურნეს კი 30 ნოემბერს, უელსთან მატჩით დაასრულებენ.

უელსის ნაკრებს მთავარი მწვრთნელი პოსტზე 12-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ოურენ გეტლანდი ტოვებს.
“ბარბაროსებთან” მატჩი მისთვის ერთგვარად გამოსათხოვარი შეხვედრა იქნება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი