მთავარი მსოფლიოინგლისი რაფაელ ნადალმა ბეწვის ხიდზე გაიარა – მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დრამატულ ორთაბრძოლაში შემაჯამებელ ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა

რაფაელ ნადალმა ბეწვის ხიდზე გაიარა – მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა დრამატულ ორთაბრძოლაში შემაჯამებელ ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
23 ნახვა

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე 2019 წლის ჩოგბურთის შემაჯამებელ ტურნირზე მსოფლიოს პირველ ჩოგან ესპანელ რაფაელ ნადალსა და რუს დანილ მედვედევს შორის დიდი ბრძოლა გაჩაღდა.

დაძაბული დაპირისპირება 2 საათი და 49 წუთი გაგრძელდა.

რაფაელ ნადალმა გამარჯვების მოპოვება სასწაულ ორთაბრძოლაში მოახერხა.
თავად განსაჯეთ. ესპანელი ჩოგბურთელი მე-3 სეტში 0-4 აგებდა.
ერთი გეიმის მოგების შემდეგ კი მედვედევი წინ 5-1 გაიჭრა.

რაფაელ ნადალმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. მან სეტი ტაიბრეიკამდე მიიყვანა. ბოლოს კი გამარჯვება იზეიმა.

საბოლოოდ, რეიტინგის სათავეში მყოფმა ნადალმა რუსი დანილ მედვედევი 3-სეტში 6-7, 6-3, 7-6 მოიგო.

ანდრე აგასის ჯგუფის მე-2 ტურის მეორე შეხვედრა დღეს, გვიან ღამით გაიმართება.

ერთმანეთს ბერძენი სტეფანოს ციციპასი და ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაუპირისპირდებიან.

ანდრე აგასის ჯგუფი
1. ზვერევი 1 1 0 2:0 1
2. ციციპასი 1 1 0 2:0 1
3. ნადალი 2 1 1 2:3 1
4. მედვედევი 2 0 2 1:4 0

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი