მთავარი მსოფლიოინგლისი სტეფანოს ციციპასმა შემაჯამებელ ტურნირზე მე-2 ბრძოლა მოიგო და 1/2 ფინალს მიუახლოვდა

სტეფანოს ციციპასმა შემაჯამებელ ტურნირზე მე-2 ბრძოლა მოიგო და 1/2 ფინალს მიუახლოვდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე ჩოგბურთის წლის შემაჯამებელ ტურნირზე წარმატებულ გამოსვლას ბერძენი სტეფანოს ციციპასი აგრძელებს.

ელადელმა ჩოგბურთელმა ანდრე აგასის ჯგუფში მიჯრით ორი ბრძოლა მოიგო და 1/2 ფინალისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ციციპასს მოქმედ ჩემპიონ გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან წარმატების მისაღწევად, სულ რაღაც 1 საათი და 15 წუთი დასჭირდა.

ბერძენმა ჩოგბურთელმა იოლად 2-სეტში 6-3, 6-2 მოიგო.

ამ დროისთვის ანდრე აგასის ჯგუფს 2 მოგებით სტეფანოს ციციპასი ლიდერობს.
თითო-თითო მოგება კი.ალექსანდრ ზვერევსა და მსოფლიოს პირველ ჩოგან რაფაელ ნადალს გააჩნიათ.
რუსი დანილ მედვედევი კი უქულოდ აუტსაიდერია.

ანდრე აგასის ჯგუფი
1. ციციპასი 2 2 0 4:0 2
2. ზვერევი 2 1 1 2:2 1
3. ნადალი 2 1 1 2:3 1
4. მედვედევი 2 0 2 1:4 0

ბოლო ტური
15 ნოემბერი
რაფაელ ნადალი (ესპანეთი) : სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი)

ალექსანდრ ზვერევი (გერმანია) : დანილ მედვედევი (რუსეთი)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი