მთავარი მთავარი გაგამარუმ აკუასთანაც წააგო

გაგამარუმ აკუასთანაც წააგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
10 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე წლის დასკვნით  სუპერტურნირ კიუშუ ბაშოზე ქართველი რიკიშის გაგამარუს წარუმატებლობა გრძელდება.

თეიმურაზ ჯუღელმა ჯურიოს დიზიონის მე-5 დღის ორთაბრძოლაც წააგო.

ჩვენებურმა ამჯერად აღმოსავლეთის მე-12 ნომერ იაპონელ აკუასთან დაპირისპირებაში ვერაფერი გააწყო.

აკუამ გაგამარუ დოჰიოდან იორიკირით გადადგა.

ამ დროისთვის ჯუღელს შემოდგომის ბაშოზე 1 მოგების წილ, 4 მარცხი გააჩნია.

ქართველი გოლიათი იმ შემთხვევაში თუ კიუშუ ბაშოზე კაჩი-კოშის ანუ დადებით ბალანს ვერ დააფიქსირებს, რანგით დაბალ მაკუშიტა დივიზიონში აღმოჩნდება.

ისიც ფაქტია, რომ გაგამარუს მძიმე ტრავმა აწუხებს. მას ორივე მუხლში სითხე აქვს ჩამდგარი.

ფოტო: adjara.sport.com

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი