მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი გურამ კაშია: ,,საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ისეთი შეხვედრა ვერ მოვიგეთ, რომელთა მოგება შეგვეძლო”

გურამ კაშია: ,,საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ისეთი შეხვედრა ვერ მოვიგეთ, რომელთა მოგება შეგვეძლო”

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

ევრო 2020 შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი, სადაც საქართველო შვეიხარიას დაუპირისპირდა  საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ვიცეკაპიტანმა, გურამ კაშიამ და შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა შეაფასეს.

კაშიას აზრით, საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველომ სამი ისეთი შეხვედრა ჩაატარა, რომელთა მოგება შეგვეძლო, თუმცა ირლანდიის, დანიისა და შვეიცარიის წინააღმდეგ გოლი დაგკვაკლდა.

ზურიკო დავითაშვილი თვლის, რომ მთლიანობაში კარგი თამაში გამოგვივიდა და აცხადებს, რომ შვეიცარიას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების ჰყავს..

გურამ კაშია: “ვთვლი, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ისეთი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთა მოგება შეგვეძლო. ირლანდიის, დანიისა და შვეიცარიის წინააღმდეგ გოლი დაგკვაკლდა. აღნიშნულ სამ თამაშში ორი გოლი, რომ გაგვეტანა სატურნირო ცხრილში განსხვავებული სიტუაცია იქნებოდა. საერთო ჯამში ამ ციკლში დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ და სტაბილურად ვითამაშეთ. ეს მთლიან გუნდს ეხება, რადგან დაცვით ფეხბურთში შემტევებმა და ნახევარმცველებმაც დიდი სამუშაო გასწიეს. ყველას გვმართებს, რომ შეტევაში თამაში გავაუმჯობესოთ.

​შვეიცარიის წინააღმდეგ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, მეტოქეს ბევრი სირთულე შევუქმენით, პირველი გოლი, რომ გაგვეტანა თამაში შესაძლოა ჩვენი გამარჯვებით დასრულებულიყო. ვთვლი, რომ თამაშის ხარისხით ყველა კმაყოფილი უნდა ვიყოთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს შედეგზე არ აისახა. ​ჩემი აზრით, ნაკრების ახალმა ფეხბურთელებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ისინი მარტშიც დაგვეხმარებიან. ვპროგრესირებთ, უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ და სწორ გზაზე ვართ.

იმედი მაქვს, რომ მარტში წარმატებას მივაღწევთ. თუ იმ შეხვედრებშიც ასეთ ხარისხის თამაშს ვაჩვენებთ, შედეგი აუცილებლად იქნება.”

​ ზურიკოდავითაშვილი: “საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა. თავიდან მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და რამდენიმე მომენტი შევქმენით, რომელთა გამოყენების შემთხვევაში ალბათ სასურველ შედეგს მივაღწევდით. რა თქმა უნდა, მარცხი ძალიან ცუდია, მაგრამ შვეიცარიას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების ჰყავს და ვთვლი, რომ კარგი მატჩი გამოგვივიდა.”

საქართველოს ნაკრებმა ევროპის შესარჩევი ტურნირის ბოლო შეხვედრა შვეიცარიის ნაკრებთან სტუმრად, მინიმალური სხვაობით 1:0 დათმო და სატურნირო ცხრილში 8 ქულით ბოლოსწინა მე-4 ადგილზე გავიდა.

წყარო: gff.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი