მთავარი მთავარი კაროლინ ვოზნიაცკიმ წლის შემაჯამებელი ტურნირი მარცხით დაიწყო

კაროლინ ვოზნიაცკიმ წლის შემაჯამებელი ტურნირი მარცხით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
282 ნახვა

სინგაპურში მიმდინარე გოგონათა წლის შემაჯამებელ საჩოგბურთო ტურნირზე თეთრ ჯგუფში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა WTA-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ სასტარტო მატჩი ცუდათ დაიწყო და პირველი მარცხი განიცადა.

დანიელი ლამაზმანი  WTA-ს რეიტინგის მე-8 ჩოგან ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან  2 სეტში 2-6, 4-6 დამარცხდა.

ამავე ჯგუფში უკრაინელმა ელენა სვიტოლინამ ჩეხ პეტრა კვიტოვას საქმე საათნახევარში მოუმთავრა.  სლავმა ჩოგბურთელმა 2 სეტში 6-3, 6-3 გაიმარჯვა.

ტურნირის მე-2 ტურში ერთმანეთის პირისპირ სვიტოლინა-პლიშკოვა და ვოზნიაცკი- კვიტოვა წარსდგებიან.

შეხვედრები 23 ოქტომბერს, გაიმართება.

წითელ ჯგუფში კი იაპონელი ნაომი ოსაკა, ამერიკელი სლოან სტეფენსი,  გერმანელი ანჟელიკ კერბერი და ჰოლანდიელი კიკი ბერტენსი იასპარეზებენ.

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი რუმინელი სომონა ჰალეპი წლის შემაჯამებელ ტურნირზე მონაწილეობას არ იღებს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი