მთავარი მსოფლიოევროპის ჩემპიონატი დრამატულ უხვგოლიან შეხვედრაში საქართველო სლოვაკეთთან დამარცხდა

დრამატულ უხვგოლიან შეხვედრაში საქართველო სლოვაკეთთან დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
31 ნახვა

ევროპის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად, სლოვაკეთს დაუპირისპირდა.

ორთაბრძოლა დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა.  სლოვაკებმა საქართველოს ნაკრები 3:2 დაამარცხეს.

მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა, მას შემდეგ რაც მასპინძებმა რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვეს.

მატჩში ანგარიში საქართველო ახალგახრდულმა ნაკრებმა გახსნა.
მე-8 წუთზე ნიკა მალის პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი კუციამ იხეირა.

მასპინძლებმა წონასწორობა 28-ე წუთზე აღადგინეს.
მარიან ჩოვატის გადაცემა პეტერ კოლესარმა შეირგო.

მე-40 წუთზე გიორგი ცეცაძის შეგირდები კაცნაკლულნი დარჩნენ.
მსაჯმა ქართველებს მოედნიდან ლუკა ლოჩოშვილი გაუძევა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ1-1 დასრულდა.

მეორე ტაიმში რიცხობრივი უპირატესობა სლოვაკეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა გამოიყენა და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა.

62-ე წუთზე მასპინძლები კრისტინ ჰერციმ დააწინაურა.

66-ე წუთზე კი მარტინ გამბოსმა სხვაობა 2-ბურთიანი გახადა.

83-ე წუთზე სლოვაკეთიც 10 ფეხბურთელის ამარა დარჩა.  არბიტრმა წითელი ბარათი პეტერ პოკორნიდ უჩვენა.

88-ე წუთზე ქართველებმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს.  კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში ნუგზარ სპანდერაშვილმა გადაგზავნა.

ბოლო წუთზე ქართველებს ანგარიში გათანაბრება შეეძლოთ.  ნინუას ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარში კუციამ დაარტყა. სლოვაკეთის ნაკრების მცველმა ბურთი  ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა.

საბოლოოდ, სლოვაკეთმა 3:2 მოიგო და აქტივში 3 ქულა ჩაიწერა.

ამ დროისთვის ჯგუფში საქართველოს და სლოვაჯეთს 6-6 ქულა აქვთ და მე-3 – მე-4 ადგილებს იყოფენ.

სლოვაკეთი 3:2 საქართველო
8′ კუცია (0-1), 28′ კოლესარი (1-1), 62′ ჰერცი (2-1), 66′ გამბოსი (3-1), 89′ სპანდერაშვილი (3-2)
გაძევება: 40′ ლოჩოშვილი, (საქართველო), 83′ პოკორნი (სლიცაკეთი),

სლოვაკეთი: სიპოსი, ვალო, სულეკი, ორავეცი, მოიზისი, ჰერცი, პოკორნი, გამბოსი, ჩობოტი (90+6′ კოვალი), კოლესარი (58′ )დენისი),  ალმასი (68′ სპირკა)
მთავარი მწვრთნელი: ადრიან გულა

საქართველო: გუგეშაშვილი, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, მალი (59′ სპანდერაშვილი) კუცია, ქოჩორაშვილი (59′ ნინუა),  ტაბატაძე, კვარაცხელია (43′ სილაგაძე), დავითაშვილი (58′ ბუღრიძე), კოხრეიძე (59′ ქავთარაძე)
მთავარი მწვრთნელი: გია ცეცაძე

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი