მთავარი მსოფლიოესპანეთი 15 წუთი 14 ქულა თორნიკე შენგელია ისევ საუკეთესოა

15 წუთი 14 ქულა თორნიკე შენგელია ისევ საუკეთესოა

ავტორი კახა მიხანაშვილი
370 ნახვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის  მე-5 ტურის მატჩში “ბასკონიამ” “მურსია” 93:49 გაანადგურა.

მეტოქის განადგურებში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ შეიტანა.

ქართველი კალათბურთელი  ტრადიციულად “ბასკონიას”  სასტარტო ხუთეულში იყო.  იქიდან გამომდინარე, რომ მისი გუნდი  დიდი ანგარიშით მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა,  გუნდის მწვრთნელი შენგელიას დატვირთვას მოერიდა.  თორნიკე სულ 15:15 წუთი ითამაშა.  მცირე დროის მიუხედავად ჩვენებურმა 14 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

შენგელიას სარგებლობის კოეფიციენტმა 21-ს მიაღწია. იგი ამ მაჩვენებლით მხოლოდ ფრანგ ვინსენ პუარეს ჩამორჩა.  პუარემ 17 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა  მოაგროვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 5 ქულის მოპოვება მოახერხა.  “ბასკონიადან” ილიმან დიოპი 18 ქულით გამოირჩა.   ამერიკელმა დარუნ ჰილარდმა თავი 12 ქულას მოუყარა. 

“ბასკონიას” 5 შეხვედრიდან 4 მოგება აქვს  და ესპანეთის ჩემპიონატში  გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” ერთად მე-3-მე-4 ე ადგილებს იყოფს.

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის კლუბი მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს, გასვლაზე  “ესტუდიანტესთან”  ჩაატარებს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი