მთავარი მთავარი ისრაელ ფოლაუ: ,,ავსტრალიაში გავცელებული ხანძარი და გვალვა ღმერთის სასჯელია”

ისრაელ ფოლაუ: ,,ავსტრალიაში გავცელებული ხანძარი და გვალვა ღმერთის სასჯელია”

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებიდან განკვეთილი ისრაელ ფოლაუ აცხადებს, რომ ავსტრალიაში ბოლო დროს გავცელებული ხანძარი და გვალვა ღმერთის სასჯელია. ღმერთი ავსტრალიას მთავრობის მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და აბორტების დაკანონების გამო სჯის.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ფოლაუმ სიდნეის ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.

ისრაელ ფოლაუ: ,,ავსტრალიაში ბოლო დროს გავცელებული ხანძარი და გვალვა ღმერთის სასჯელია. ღმერთის ჩემს ქვეყანას მთავრობის მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და აბორტების დაკანონების გამო სჯის.
აბორტი საკუთარი შვილის მკვლელობაა. ერთნაირსქესიანთა ქორწინება კი ღვთის წინაშე ჩადენილი დანაშაული.
უფალი მოწყალეა და სურვილის შემთხვევაში არასწორ საქციელს ყველას შეუნდობს. მთავარია ჩვენი ცოდვები ყველამ გავიაზროთ” – აცხადებს ისრაელ ფოლაუ.

ისრაელ ფოლაუს ავსტრალიის რაგბის კავშირმა ეროვნულ გუნდში თამაში ჰომოფობიის ბრალდების გამო აუკრძალა.
მან ერთ-ერთ ინტრრვიუში განაცხადა, რომ ერთნაისქესიანთა სექსუალური კავშირი ცოდვაა და თუ ასეთი ადამიანები არ მოინანიებენ ჯოჯოხეთში მოხვდებიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი