მთავარი მთავარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ,,ფეისბუქის” გვერდზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი განცხადება გამოქვეყნდა.

ფედერაციის განცხადებით, გაფრინდაშვილს სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.
ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს მალე დაუბრუნდება.

,,საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს. ტრავმატოლოგ- ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება.
მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენს ქვეყანაში სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში. ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მაშ შორის ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ვაჟა უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს პროფესოულ საქმიანობას”- ნათქვამია სფფ განაცხადებაში.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო დააკავეს. მას  ცხინვალის ე.წ. სააამართლომ 2  თვიანი წინასწარი პატიმრობა 15 ნოემბერს,  შეუფარდა.

გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას არ აღიარებს და აცხადებს, რომ დაკავების მომენტში საკუთარ სამშობლოში იმყოფებოდა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი