მთავარი მთავარი სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის საჯარო სკოლას სტუმრად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრები ეწვივნენ

სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის საჯარო სკოლას სტუმრად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრები ეწვივნენ

9 ნახვა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრები, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები და პრიზიორები – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი, რომლებიც ემზადებიან 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის.

სახელოვან სპორტსმენებს წითელუბნის საჯარო სკოლაში უმასპინძლეს სკოლის  პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. სპორტსმენებმა მოსწავლეებთან  თავიანთი წარმატებების, სპორტის როლისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. სტუმრებმა წითელუბნის საჯარო სკოლას საჩუქრად გადასცეს სპორტული ინვენტარი, ოლიმპიურ თემატიკაზე გამოცემული ლიტერატურა და სუვენირები.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისიის ინიციატივით გაიმართა, რომლის ხელმძღვანელია ვარლამ ლიპარტელიანი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი