მთავარი მთავარი გაგამარუს მე-10 მარცხი კიუშუ ბაშოზე

გაგამარუს მე-10 მარცხი კიუშუ ბაშოზე

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

ამომავალი მზის ქვეყანაში მიმდინარე სუმოს სუპერტურნირ კიუშუ ბაშოზე ჯურიოს დივიზიონში მე-11 დღის ბრძოლები გაიმართა.

ქართველმა რიკიშიმ გაგამარუმ ტურნირზე მე-10 მარცხი განიცადა.

თეიმურაზ ჯუღელი ამჯერად ჯურიოს მე-10 სეკიტორ იაპონელ ტობიძარუსთან დამარცხდა.

აზიელმა ქართველს ცუკიოტოშის ილეთით მოუგო.
გაგამარუს შემოდგომის ბაშოზე 1 მოგება და 10 წაგება გააჩნია.

ჯურიოს დივიზიონს 9 მოგებითა და ერთი მარცხით კოტონოვაკა და კიზაკიუმი ლიდერობენ. მათ ერთი გამარჯვებით კაისეი ჩამორჩება.

ფოტო:  adjara. sport.com

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი