მთავარი მთავარი იოკოძუნა ჰაკუჰომ კიუშუ ბაშოზე მე-10 გამარჯვება იზეიმა

იოკოძუნა ჰაკუჰომ კიუშუ ბაშოზე მე-10 გამარჯვება იზეიმა

ავტორი კახა მიხანაშვილი
12 ნახვა

2019 წლის სუმოს დასკვნით სუპერტურნირ კიუშუ ბაშოზე რიგით მე-10 გამარჯვება ლეგენდარულმა
იოკოძუნა ჰაკუჰომ მოიპოვა.

იაპონიაში მიმდინარე ტურნირის მე-11 დღეს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო რიკიშიმ მე-5 მაეგაშირა რიუდენი დაამარცხა.

“თეთრმა ფენიქსმა” მოწინააღმდეგე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ჰაკუჰოს კიუშუ ბაშოზე 10 მოგება და ერთი მარცხი გააჩნია და თავის კარიერაში 43-ე იუშოსთვის იბრძვის.

მონღოლ იოკოძუნას ერთი მოგებით კომოსუბი ასანოიამა ჩამორჩება.

ასანოიამამ ექს-სეკივაკე ამჟამად მე-3 მაეგაშირა ტაკარაფუჯის სძლია. მან მეტოქე
შერკინებისას დოჰიოდან იორიკირით გადადგა.

8-3 ბალანსით ბაშოზე იუშოს შანსს მე-10 მაეგაშირა შოდაი, მე-13 მაეგაშირა ტაგაიაკი და ოძეკი ტაკაკეიშო ინარჩუნებენ.

ტაკაკეიშომ მე-5 მაეგაშირა ბულგარელი აოიამა ოშიდაშით დაამარცხა.

ხვალ, იოკოძუნა ჰაკუჰოს კომოსუბი ენდო შეერკინება.
ოძეკი ტაკაკეიშო ძალებს მე-5 მაეგაშირა რიუდენთან მოსინჯავს.
კომოსუბი ასანოიამა კი ურთიერთობას სეკივაკე მიტაკეუმისთან გაარკვევს.

ფოტო: adjara. sport. com.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი