მთავარი მსოფლიოინგლისი ჟოზე მაურინიო “ტოტენჰემის” მწვრთნელად დაინიშნა

ჟოზე მაურინიო “ტოტენჰემის” მწვრთნელად დაინიშნა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

56 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მაურინიო ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი გახდა.

მაურინიომ პრემიერლიგის გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი ლონდონურ კლუბში 2023 წლის გაზაფხულამდე დარჩება.

ჟოზე მაურინიო ინგლისში მეოთხედ ბრუნდება. იგი 2004-2007 და
2013-2015 წლებში ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელი იყო.
2016-2018 წლებში “მანჩესტერ იუნაოტედს” ხელმძღვანელობდა.

მაურინიომ “ჩელსისთან” ერთად 3-ჯერ პრემიერლიგა, ერთხელ ინგლისის თასი და 3-ჯერ ინლისის ლიგის თასი მოიგო.

“მანჩესტერ იუნაოტედს” კი ევროპის ლიგის თასი მოაპოვებინა.

ჟოზე მაურინიოს ტიტულების არასრული ჩამონათვალი ასეთია:

პორტუგალიის ჩემპიონი 2-ჯერ: 2002–03, 2003–04: (,,პორტუ”)
პორტუგალიის თასი: 2002–03 (,,პორტუ”) პორტუგალიის სუპერთასი: 2003 (,,პორტუ”)
ჩემპიონთა ლიგა: 2003–04 (,,პორტუ”)
უეფას თასი: 2002–03 (,,პორტუ”)
ინგლისის ჩემპიონი 3-ჯერ: 2004–05, 2005–06, 2014–15 (,,ჩელსი”)
ინგლისის თასი: 2006–07 (,,ჩელსი”)
ინგლისის სუპერთასი:3-ჯერ : 2004–05, 2006–07, 2014–15 (,,ჩელსი”)
იტალია სერია ა 2-ჯერ: 2008–09, 2009–10 (,,ინტერი”)
იტალიის თასი: 2009–10 (,,ინტერი”)
იტალიის სუპერთასი: 2008 (,,ინტერი”)
ჩემპიონთა ლიგა 2009–10 (,,ინტერი”)
ესპანეთის ჩემპიონი: 2011–12 (,,რეალი”)
ესპანეთის სამეფო თასი: 2010–11
ესპანეთის სუპერთასი: 2012
ევროპა ლიგა: 2016-17 (,,მანჩესტერ იუნაიტედი” )

ჟოზე მაურინიომ “ტოტენჰემში” არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო შეცვალა.
ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებმა მწვრთნელის შეცვლა გუნდის არადამაკმაყოფოლებელი შედეგების გამო გადაწყვიტეს.

მაურისიო პოჩეტინო “ტოტენჰემის” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მისი ხელმძღვანელობით “მამლებმა” გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი