მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები “ბორჯღალოსნები” მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს შეხვდებიან

“ბორჯღალოსნები” მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს შეხვდებიან

ავტორი კახა მიხანაშვილი
25 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მაოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის გუნდს დაუპირისპირდება.  ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის  კავშირის ოფიციალური  ვებგვერდი ,,springbock. rugby” ავრცელებს.

სამხრეთ აფრიკის რაგბის მამებმა “ბორჯღალოსნებთან” შეხვედრა 2020 წლის  18 ივლისს, დანიშნეს.

ჩვენთან შეხვედრამდე “სპრინგბოკი” 4 და 11 ივლისს, შოტლანდიის გუნდს დაუპირისპირდება.

ივლისის ტურნეს ეგიდით მსოფლიოს ჩემპიონები სამივე შეხვედრას შინ, ჩაატარებენ.

საქართველო და სამხრეთ აფრიკა ერთმანეთს ისტორიაში, მხოლოდ ერთხელ.არიან შეხვედრილები.

მათი დაპირისპირება 2003 წელს, ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე შედგა.

იმ ორთაბრძოლაში აფრიკელებმა ქართველები  46:19  დაამარცხეს.

ჯერჯერობით უცნობია სამხრეთ აფრიკის რომელ ქალაქში შედგება საქართველოსთან მატჩი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი