მთავარი მთავარი ჩემპიონთა ლიგა: თბილისის “დინამო” მარსელში დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგა: თბილისის “დინამო” მარსელში დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი თბილისის “დინამო” საფრანგეთს ეწვია და “მარსელს” დაუპირისპირდა.

მასპინძლებმა ოთხივე პერიოდი თავის სასარგებლოდ დაასრულეს და მატჩიც გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.

ფრანგული გუნდიდან ჰეთთრიკი რომან ბლერმა, უგო კროუსილატიმ და ალექსანდრე კამარასამ შეასრულეს.
დუბლი კი ბოგდან დურდიჩმა, რომან მარიონ-ვერნომ გაიფორმეს.
თითო-თითო გოლი კი თბილისელთა კარში  ანტე ვუკიევიჩმა, იგორ კოვაჩევიჩმა, მატიას ოლივონმა და მიშელ იზდინსკიმ გაიტანეს.

“დინამოდან” დუბლი ორმა წყალბურთელმა მარკო იელაჩამ და ბორის ვაპენსკიმ შეასრულეს.
თითო-თითო შემთხვევაში მარსელელების კარი
გიორგი მაგრაქველიძემ რევაზ იმნაიშვილმა და ნიკა შუშიაშვილმა აიღეს.
თბილისის “დინამოს” 5 მატჩის შემდეგ 5 წაგება გააჩნია.
ქართული გუნდი სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება.

“დინამო” ჩემპიონთა ლიგაზე რიგით მე-6 ბრძოლას თბილისში, 4 დეკემბერს ჩაატარებს.

დედაქალაქელები გერმანულ ,,ჰანოვერს” უმასპინძლებენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი