მთავარი მთავარი ჩემპიონთა ლიგა: “მანჩესტერ იუნაიტედი” “იუვენტუსის” წინააღმდეგ – დიდი ბრძოლის მოლოდინი “ოლდ ტრაფორდზე”

ჩემპიონთა ლიგა: “მანჩესტერ იუნაიტედი” “იუვენტუსის” წინააღმდეგ – დიდი ბრძოლის მოლოდინი “ოლდ ტრაფორდზე”

ავტორი კახა მიხანაშვილი
189 ნახვა

დღეს,  უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართება.

ტურის უდაოდ ცენტრალური მატჩი მაჩესტერში “ოლდ ტრაფორდის” სტადიონზე შედგება.

H  ჯგუფის  შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” ტურინის “იუვენტუსს” შეხვდება.   “წითელი ეშმაკების”  მთავარი მწვრთნელის ჟოზე მაურინიოს საქმეები, რომ არც თუ ისე კარგად მიდის ეს ძველი ამბავია.  ამ მატჩში კი პორტუგალიელი რეპუტაციის აღდგენას შეეცდება.

ამ დროისათვის ჯგუფში “იუვენტუსი” ლიდერობს. ტურინელებს 2-დან 2 მოგება აქვთ.  მანჩესტერელები 4 ქულით მე-2 პოზიციაზე არიან. მათ შესაბამისად 1 და 0 ქულით “ვალენსია” და “იან ბოისი” მოჰყვებია.

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “იუვენტუსის” შეხვედრას რამდენიმე დამატებითი ინტრიგა ახლავს.  მაგალითად: პოლ პოგბა თავის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.  პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრისტიანუ რონალდუ კი “ოლდ ტრაფორდზე” ბრუნდება. მან “წითელი ეშმაკების” რიგებში უამრავი ტიტული მოიგო და მისთვის იქ დაბრუნება დიდი ემოციებთან იქნება დაკავშირებული.

გუნდები შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან “მანჩესტერ იუნაიტედს” პორტუგალიელი დიეგო დალოტი, არგენტინელი მარკოს როხო და ჩილელი ალექსის სანჩესი ტრავმის გამო დააკლდებიან. ასევე საეჭვოა ფელაინის, ლინგარდის, მაკ ტომინაის და რაშფორდის თამაშიც.

“იუვენტუსს” კი გერმანელი სამი ხედირა ვერ დაეხმარება.  მას ტრავმა აწუხებს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (იგლისი) : „იუვენტუსი“ (იტალია)

„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, იანგი, სმოლინგი, ბაი, შოუ,  ფრედი, მატიჩი, პოგბა,  რაშფორდი, ლუკაკუ, მარსიალი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი, კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო, ბენტნაკური, პიანიჩი, მატუიდი, ბერნარდესკი, დიბალა, რონალდუ.

„იანგ ბოიზი“ (შვეიცარია) :  „ვალენსია“ (ესპანეთი)

„იანგ ბოიზი“: ვოლფლი, მბაბუ, პაუპერი, ვონ ბერგენი, ბენიტო, ფასნახტი, სოუ, სანოგო, სულეიმანი,ასალე, ოარო

„ვალენსია“: ნეტო, პიჩინი, გაბრიელ პაულისტა, მურილო, გაია, სოლერი, პარეხო, კონდოგბია, ვასი,  როდრიგო, ბატშუაი

E ჯგუფი

ამ  ჯგუფში მიუნხენის “ბაიერნი” ათენში “აეკს” დაუპირისპირდება და სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებას შეცდება.

ამ დროისთვის ბავარიელები ამსტერდამის “აიაქსსთან” ერთად 4-4 ქულა  იყოფენ.  3 ქულა პორტუგალიურ კლუბ “ფენფიკას” გააჩნია. უქულოდ ბოლო ადგილზე კი “აეკი” იმყოფება.

ამ მატჩში “რეკორდმაისტერს” ფრანგი ფეხბურთელები ფრენკ რიბერი, კინსლი კომანი და კორენტინ ტოლისო ვერ დაეხმარებიან.

ბერძნული გუნდი კი ხორვატ  მარკო ლივაიას და პორტუგალიელ ჰელდერ ლოპესს დისკვალიფიკაციის გამო მოისაკლისებს. 

“ამსტერდამ არენაზე” ასევე დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი “აიაქსი” “ბენფიკას” დაუხვდება.

ჰოლანდიურ გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელები მრავლად ჰყავს. დღევანდელ მატჩი მონაწილეობას: ბორკინა ფასოელი ჰასან ბანდე,  ჩეხი ვაცლავ ჩერნი, ჰოლანდიელები ჯოელ ველტმანი და დეილი სინკგრავენი, არგენტინელი ნიკოლას ტალიაფიკო ვერ მიიღებენ.

პორტუგალიურ “ბენფიკას” კი დისკვალიფიკაციის გამო რუბენ დიასი დააკლდება.  ტრავმის გამო კი ტაირონ ებუეჰი, ბრაზილიელი ჟარდელი და ხორვატი ფილიპ კროვნოვიჩი ვერ დაეხმარებიან.

“აეკი” (საბერძნეთი)  : „ბაიერნი“ (გერმანია)

“აეკი”: ბარკასი, ბაკაკისი, ოიკონომუ, ლამპროპულოსი, ჰულტი, ბაკასეტასი, სიმოესი, იალანოპულოსი, მანტალოსი, კლონარიდისი, პონსე

„ბაიერნი“: ნოიერი, კიმიხი, ზულე, ბოატენგი, ალაბა, ტიაგო ალკანტარა, მიულერი, გორეცკა,  რობენი, ლევანდოვსკი, ხამესი

„აიაქსი“ (ჰოლანდია) :  „ბენფიკა“ (პორტუგალია)

„აიაქსი“: ონანა, მაზრაუი, ვობერი, დე ლიგტი, ბლინდი, შონე, დე იონგი, ზიეჩი, ნერეში, დოლბერგი, ტადიჩი

„ბენფიკა“: ვლაჩოდიმოსი, ანდრე ალმეიდა, ჟარდელი, კონტი, გრიმალდო, ფეისა, პიცი, გაბრიელი,  სალვიო, სეფეროვიჩი, სერვი

F ჯგუფი

უკრაინის ქალაქ ხარკოვში დონეცკის “შახტარი” “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლებს.  “ქალაქელებს” იმისათვის, რომ სატურნიროცხრილში თავისი შესაბამისი ადგილი დაიკავონ ამ მატჩში გამარჯვება ესაჭიროებათ.  ამ დროისთვის ჯგუფს 4 ქულით ფრანგული “ლიონი” ლიდერობს.  “სიტის” კი მასზე 1 ქულით ნაკლები გააჩნია.  “შახტარი” 2 ქულით მე-3 ადგილზეა, თუმცა ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს. ბოლო პოზიციაზე კი გერმანული “ჰოფენჰაიმია”, ისინი დღეს ლიგაზე ისტორიულ პირველ გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.

დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა არ არის.  იგი განაცხადშია და საჭიროების შემთხვევაში მწვრთნელს მისი ჩართვა თამაშში შეუძლია.

“შახტარს” მხოლოდ ბრაზილიელი ფეხბურთელი ტაისონი დააკლდება.  “სიტის” ტრავმირებულების განაცხადი გაცილებით შთამბეჭდავია. გუნდს მეკარე კლაუდიო ბრავო.  ბრაზილიელი დანილო, გერმანელი იკაი გუნდოგანი, ფრანგი მანგალა და ჰოლანდიელი ფილიპ სენდლერი ვერ დაეხმარებიან.

„ჰოფენჰაიმი“ (გერმანია) : „ლიონი“ (საფრანგეთი)

„ჰოფენჰაიმი“: ბაუმანი, ადამსი, ვოგტი, ბიჩაკჩიჩი, კადერაბეკი, გრილიტში, შულცი, დემირბაი, კრამარიჩი,  ზალაი, ნელსონი

„ლიონი“: ლოპეში, ტეტე, მარსელო, დენაიერი, მენდი,ტუსარი, ნდომბელე, ოუარი, ტრაორე, დემბელე, დეპაი

„შახტარი“(უკრაინა) :  „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)

„შახტარი”: პიატოვი, მატვიენკო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი, სტეპანენკო, მაიკონი, ველინგტონი, ალან პატრიკი, ფერნანდო, ჟუნიორ მორაეში

„მანჩესტერ სიტი“:  ედერსონი, უოლკერი, სტოუნსი, ლაპორტი, ზინჩენკო, დე ბრუინი, ფენრანდინიო, დავიდ სილვა, სტერლინგი, აგუერო, სანე

G ჯგუფი

ღრმა კრიზისში შესული მადრიდის “რეალი” ჩეხეთის ჩემპიონის “პლზენის” წინააღმდეგ გამარჯვებას და წაგებების სერიის დასრულებას შეეცდება.  “სამეფო კლუბს” ჯამში ბოლო 5 შეხვედრაა არ მოუგია. აქედან ზედიზედ 3 მატჩი წააგო.

ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდული კლუბი მოსკოვის “ცსკასთან” დამარცხდა და სატურნირო ცხრილში იტალიურ “რომასთან” ერთად მე-2 -მე-3 ადგილებს ინაწილებს.

მოულოდნელად კი ჯგუფის ლიდერი “ცსკა” გახლავთ.  რუს “არმიელებს”  4 ქულა აქვთ და კონკურენტებს 1 ქულით უსწრებენ.

ბოლო ადგილზე კი “პლზენია”. ამ გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს.

“რეალს” ჩეხური გუნდის წინააღმდეგ ბრძოლა ტრავმირებული დანიელ კარვახალის გარეშე მოუწევს. “პლზენს” კი იან კოპიჩი და იან კოვარიკი ტრამვის გამო არ ეყოლება.

“რომა” – “ცსკას” შეხვედრაში,  რომაელებს ჰოლანდიელი რიკ კარსდორპი და არგენტინელი დიეგო პეროტი ტრავმის გამო დააკლდებათ.

რუსი “არმიელები” კი ამავე მიზეზით მეკარე იგორ აკინფეევს, კონტანტინ კუჩაევს, გეორგი შენნიკოვს, ვიქტო ვასინს,  ხორვატ კრისტიან ბოსტროვიჩს და არგენტინელ აბელ ერნანდეს მოისაკლისებენ.

„რომა“ (იტალია) : “ცსკა” (რუსეთი)

„რომა“: ოლსენი,  ფლორენცი, მანოლასი, კოლაროვი,  ნზონზი, დე როსი,  ჯენგიზ იუნდერი, პელეგრინი, ელ შაარავი,  ჯეკო

“ცსკა”: პომაზუნი,  ფერნანდეში, ბეკაო, ჩერნოვი, მაგნუსონი, ნაბაბკინი, ახმეტოვი ვლაშიჩი, ძაგოევი, ობლიაკოვი, ჩალოვი

„რეალი“ – „პლზენი“

„რეალი“: ნავასი, ნაჩო, ვარანი, რამოსი, მარსელო, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ისკო, ბენზემა, ბეილი

„პლზენი“: ჰრუშკა, რეჟნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი,  პეტრჟელა, პროჩაჟკა, ჰორავა, ჰროსოვსკი, ზემანი,  კრმენჩიკი

ჩემპიონთა ლიგაზე ტრადიციულად  2 მატჩი ნაადრევად დაიწყება.  21:00 საათზე “აეკი”- “ბაიერნი”  და “იანგ ბოისი” – “ვალენსიას” შეხვედრები დაიწყება.

დანარჩენი მატჩების სტარტს 23:00 საათზე აიღებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი